“სადაც შესაძლებელი იყო, დავტოვეთ თანამშრომლები” – პრემიერი

სამინისტროებში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე გამოთქმული პრეტენზიები და შეფასებები, ვფიქრობ არაობიექტურია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც საია-ს კვლევას ეხებოდა.

კვლევის თანახმად, ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ”გაუფრთხილდა ადამიანს” და ოპტიმიზაცია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განხორციელდა.

”არ ვეთანხმები მე ამ შეფასებას. ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო დავტოვეთ თანამშრომლები, სადაც საჭირო იყო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთებულიყო გამომდინარე საბიუჯეტო პარამეტრებიდან და გამომდინარე ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებიდან, იმ ნაწილში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ ფორმატში ძალიან ძნელია ანალიზის გაკეთება. ძირითადად რაც შემიძლია გითხრათ, ესაა, რომ ვფიქრობ, ეს არის არაობიექტური შეფასება”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...