საერთაშორისო სკანდალი საიდუმლო მემორანდუმის ირგვლივ!

ნტერნეტში უკვე 3 თვეა განიხილება საიდუმლო საერთაშორისო მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა სტრასბურგში 2014 წლის 25-29 ივნისს, და რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 1 მაისიდან. შეგახსენებთ, რომ ამავე წელს უნდა შედგეს ე. წ. “სრულიად მართლმადიდებელთა კრება”, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ მოიწვია.

მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილია ეკლესიისა და საზოგადოების რადიკალური რეფორმები:

– საეკლესიო ღვთისმსახურების რეფორმა, მ. შ. ცისკრის გაუქმება.

– ხატების გატანა ეკლესიიდან, კანკელის გაუქმება.

– კლერიკოსთა მიერ ეკლესიის გარეთ სასულიერო ტანისამოსის ტარების აუცილებლობის გაუქმება.

– “ანტისემიტ” წმინიდანთა ამოღება საეკლესიო ხსენებიდან.

– “ანტისემიტურ” გალობათა ამოღება ყველა ქრისტეანული ეკლესიის ღვთისმსახურებიდან.

– ებრაული ჰოლოკოსტის აღსანიშნი ზეიმის დაწესება ყველა ქრისტეანული ეკლესიისთვის.

– ყველა ეროვნული დღესასწაულის გაუქმება ყველა ქრისტეანული ეკლესიისთვის.

– ყველა ქრისტეანული ეკლესიისთვის ახალი პოლირელიგიური მსახურებების შემოტანა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.

– ანტი-რასისტული და ანტი-ფაშისტური კონცერტების ორგანიზება ეკლესიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

– ათონის მთაზე შესვლის აკრძალვის გაუქმება და ათონის გარდაქმნა ეკოლოგიურ არქაულ-ბიზანტიურ საერთო-საცხოვრებელ სახელმწიფოდ, ასევე მისი გარდაქმნა ქრისტეანული მიმართულების ახალ (ეკუმენისტურ – რედ.) ცენტრად.

– ვატიკანის, როგორც ქრისტეანული ეკლესიის უპირველესი როლის აღიარება.

– ყველა საპატრიარქოს გაუქმება, რუსეთის, რომისა და კონსტანტინოპოლის გარდა.

– ერთი, ქრისტეანული ეკლესიის შესვლა გაერო-ში.

– ბერძნული ეკლესიის მიერ, საკუთარი და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ხარჯებით, მზრუნველობის აღება მუსლიმურ, ბუდისტურ სამლოცველოებზე და საერთოდ, ყველა რელიგიურ დაწესებულებაზე.

– ელექტრონული ბარათების გაცემა ყველა ადამიანისათვის, მათი დაზღვევა ერთ, ელექტრონულ სისტემაში, რაც უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში.

– რელიგიური და ეროვნული დღესასწაულების გაუქმება ყველა სასწავლო დაწესებულებაში.

– ეკლესიურობის გაუქმება მოსწავლეებში.

– სავალდებულო სიარული სინაგოგებსა და ისლამურ მეჩეთებში (ოღონდ მითითებული არ არის, საჭიროა თუ არა იმ მეჩეთების მონახულება, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფო” ან სხვა ისლამური ორგანიზაციები აკონტროლებენ – რედ.)

– სექსუალური განათლების კურსის პრაქტიკული განხორციელება სასკოლო განათლების ყველა დონეზე.

– სლაიდ-გამოსახულებების შემოტანა სასკოლო განათლების ყველა დონეზე.

– სექსუალური თავისუფლების აღიარება ტელევიზიასა და ბეჭდვით მედიაში. ასევე პორნოჟურნალების თავისუფალი გავრცელება.

– ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაცია სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჰომოსექსუალიზმის შესწავლა.

– საავადმყოფოებში მხოლოდ სადაზღვევო ბარათების შესვლა. სხვაგვარად საავადმყოფოებში შესვლა შეუძლებელი იქნება.

– ევროკავშირისა და რუსეთის სახელმწიფოს ყველა მოქალაქის ელექტრონული იდენტიფიკაცია.

– ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ყველა ემიგრანტის ლეგალიზაცია.

– ბერძნული დროშისა და ევროპის ყველა ქვეყნის დროშების გაუქმება, ევროპის რელიგიური დღესასწაულების გაუქმება.

– ჰომოსექსუალური და ტრანსსექსუალური ქორწინებების აღიარება.

– ყველა კონფესიისა და რელიგიის მონასტრების დაარსება ევროპის კავშირსა და წმიდა მთაზე (ათონზე – რედ.).

– გეების სამოქალაქო პარტნიორობის მიღება და ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო რელიგიური და სამოქალაქო ჯვრისწერის (ქორწინების) უარყოფა.

– პატარა ბავშვების სავალდებულო ნათლობისა და მეტრიკული წიგნების გაუქმება.

– ევროკავშირის ქვეყნებში რელიგიური დაკრძალვის გაუქმება და მიცვალებულთა კრემაციის (დაწვის) თანდათანობითი დანერგვა.

– ეროვნული დღესასწაულების გაუქმება და მსოფლიო მთავრობის აღიარება – 2016 წლის 10 დეკემბრიდან.

– ქრისტეანული ეკლესიების მიერ ეროვნული სახელმწიფოების გაუქმების აღიარება. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაუქმება.

მემორანდუმი ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 1 მაისიდან და უნდა განხორციელდეს 2020 წლის 16 აგვისტომდე. დოკუმენტი მთავრდება სიტყვებით: “ჩვენ კვლავ და მრავალგზის ვლოცულობთ ერთი ღმრთის მიმართ და ერთი ადამიანის მიმართ, რათა ის მალე მოვიდეს სამყაროში პლანეტის ყველა პრობლემის გადასაწყვეტად”. შეუძლებელია წარმოდგენაც იმისა, რომ ღმერთმა შეიძლება მოიწონოს ჰომოსექსუალიზმი, ქრისტეანობის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, საეკლესიო კატეხიზაციის გაუქმება, ავადსახსენებელი სექსუალური განათლება და სხვა სისაძაგლეები, რომლებიც ჩამოთვლილია მემორანდუმში. ცხადია, მემორანდუმის ავტორებს მხედველობაში ჰყავთ არა ღმერთი, არამედ სხვა პიროვნება. რაც შეეხება “ერთი ადამიანის” კულტს, ეს ალბათ გულისხმობს ანტიქრისტეს. ასე, რომ ეს სწორედ ანტიქრისტეს მემორანდუმი გახლავთ.

დოკუმენტს ახლავს 12 ხელმოწერა. დიდ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ მემორანდუმისთვის ხელი მოწერილი აქვს ათონის წარმომადგენელს არქიმანდრიტ ეფრემს და მორფეოსის მიტროპოლიტ ნეოფიტეს (კვიპროსი). რაც შეეხება ევროპარლამენტის თავჯმდომარეს ჰერმან ვან რობეის, ასევე კონსტანტინოპოლის წარმომადგენელს მიტროპოლიტ თეოკლიტოსს, მათ თავისუფლად შეეძლოთ ხელი მოეწერათ ავისმომასწავებელი ტექტსტისთვის, რადგან მისი შინაარსი მრავალწილ შეესაბამება როგორც ევროპარლამენტის, ასევე კონსტანტინოპოლის მწვალებლური საპატრიარქოს პოზიციებს, რომლებიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მასონური სულისკვეთებით არის გამსჭვალული.

მასონური მემორანდუმის 15-ე მუხლში ნათქვამია: “ზემოთმითითებული შეთანხმებანი რატიფიცირებულ იქნება მსოფლიო ქრსიტეანული ეკლესიის მიერ 2016 წლის 19 ივნისიდან 2016 წლის 9 ივლისამდე” – ანუ მიმდინარე წელს. მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არის ასევე სლავური საპატრიარქოებისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ვოლოკოლამის არქიეპისკოპოსი (ფაქტობრივად – მიტროპოლიტი – რედ.) ილარიონი. მართალია, მიტრ. ილარიონი აქტიურად ცდილობს პატრიარქი კირილე შეახვედროს მწვალებელ-პონტიფიკოსს და იბრძვის მწვალებლებთან ერთობლივი ღვთისმსახურების დასამკვიდრებლად, ჩვენ მაინც ეჭვს გამოვთქვამთ, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა ამ ანტიქრისტეანული და ანტირუსული დოკუმენტისთვის. ვფიქრობთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი მას ამის უფლებას არ მისცემდა. თანაც, საეჭვოა რუსეთის მთვრობის მეთაურს, დ. ა. მედვედევს ილარიონისთვის მიეცა ასეთი უფლებამოსილება.

მართალია, საიდუმლო მემორანდუმის ხელმოწერათაგან მრავალი ფალსიფიცირებულია, ჩვენ ის აბსოლუტურ სიყალბედ მაინც არ მიგვაჩნია. ცხადია, მასონთა ჯგუფმა ეს დოკუმენტი პერსპექტივისთვის შეთითხნა; ჯერ-ერთი, ის მრავალში შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს გენერალულრ მიმართულებას (ოჯახების გაუქმება, კაცობრიობის ბინარული კოდის დამკვიდრება, ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების შეგნებული გარყვნა ე. წ. “სექსუალური განათლებით” და სხვა); და მეორეც, მემორანდუმი მასონებისა და ვატიკანისთვის წარმოადგენს წამბიძგებელ დოკუმენტს, ბერკეტს ეკუმენისტური მიზნების წინ წასაწევად და წმიდა მართლმადიდებლობის ფაქტობრივი ლიკვიდაციის მისაღწევად, რომელსაც დიდი ხანია გეგმავენ რომის პაპი და პატრიარქი ბართლომეოსი. ამ მიზანს ისახავს სწორედ 2016 წლის მაის-ივნისის ე. წ. “სრულიად მართლმადიდებელთა თათბირი” სტამბულში ან შამბეზიში (შვეიცარია).

ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ პატრიარქ კირილეს თხოვნით თავი შეიკავოს 2016 წ. ე. წ. “სრულიად მართლმადიდებელთა თათბირში” მონაწილეობის მიღებისგან. რუსეთის მართლმადიდებლობა – ეს არის უკანასკნელი კლდე (ასე ფიქრობენ წერილის ავტორები – რედ.), რომელიც ეღობება უკეთურებისა და აპოსტასიის ტალღებს მთელს პლანეტაზე. ამინ.

მართლმადიდებლურ საძმოთა კავშირი.

თანათავმჯდომარე ვლადიმირ ოსიპოვი.

მოსკოვი 2016 წლის 24 იანვარი.

Comments
Loading...