საერთოდ, პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ ფიზიკის კანონები მოქმედებს

ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას მოჰყვა რეაქციები, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლიტიზაცია უნდა შემცირდეს. “საერთოდ, პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდროებას ბუნებრივია მოჰყვა ბუნებრივი რეაქციები როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ. მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, ნამდვილად ვიქეცით ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად. მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან მემკვიდრეობა მარტივი არ იყო. “შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მხოლოდ უარყოფითი, იყო დადებითიც, მაგრამ განსაკუთრებით 2007 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით მძიმე 5 წელი გავიარეთ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმ

Leave A Reply

Your email address will not be published.