„საგადასახადო კოდექსში ცვლილებები” ესტონური მოდელის მიხედვით მოხდება

მთავრობის ინიციატივას – „საგადასახადო კოდექსში ცვლილებას“ დადებითად აფასებენ ბიზნესასოციაციაში. როგორც ირაკლი ასლანიშვილმა განმარტა, იანვარში, როდესაც პრემიერი შეხვდა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს, გაჟღერდა ეს ინიციატივა. ეს ცვლილებები ესტონური მოდელიდან არის აღებული, რომელმაც ესტონეთს თავის დროზე დიდი სარგებელი მოუტანა.
„ჩვენი დამოკიდებულება კოდექსში ცვლილებაზე არის აბსოლუტურად დადებითი. 2013 წლიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან, ამ ცვლილებების საჭიროებებზე ღიად ვსაუბრობდით. იანვარში, როდესაც პრემიერი შეხვდა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს, გაჟღერებული იყო ეს ინიციატივა. მისასალმებელია, რომ ასე მოკლე დროში მთავრობაზე გავიდა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები გულისხმობს ესტონური მოდელის დანერგვას საგადასახადო ლიბერალიზაციის საკითხში. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. მისასალმებელია, რომ კონკრეტული ინიციატივებიდან კონკრეტულ პროექტებამდე მივდივართ. ესტონური მოდელი თავის დროზე საკმაოდ წაადგა ესტონეთის ეკონომიკას. ამ მოდელის დანეგვა საქართველოში. დარწმუნებული ვარ. დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.

Comments
Loading...