საგანგებო ვითარება კანადის ოთხ პროვინციაში – წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

კანადის 4 პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თოვლის დნობის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ასობით დასახლება დატბორა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

მისივე ცნობით, ყველაზე რთული მგდომარეობა კვებეკისა და ბრიტანული კოლუმბიისპროვინციებშია, სადაც 4 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

კვებეკში წყლის ძლიერმა ნაკადმა ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი და ჩვილი იმყოფებოდნენ.

2 ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი სამაშველო სამსახურის უფროსია. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

Comments
Loading...