საგარეჯო ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

თბილისი ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას მასპინძლობს. ახალ სპორტის სასახლეში შეხვედრები დილის 11 საათიდან მიმდინარეობს.

ქართულმა კლუბმა საგარეჯომ ჯერ გროზნოს ედელვაისი 4:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუსულ რატიბორეცს 3:2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

კიდევ ერთი ქართული კლუბი შევარდენი, რეპეჟაში აგრძელებს ასპარეზობას და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.