საგარეჯოში დაკარგული მოზარდი ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

საგარეჯოში დაკარგული მოზარდი, პოლიციამ ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით, მოზარდი ქურდობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის დაკავებული.

პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

Comments
Loading...