საგარეჯოში დაკარგული მოზარდი სოფელ ზემო ქედში იპოვეს

საგარეჯოში დაკარგული მოზარდი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, მოზარდი სამართალდამცავებმა დედოფლის წყაროს სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ ნახეს.

მოზარდი  რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

არასრულწლოვანის ოჯახის წევრების თქმით, ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათი ნებართვის გარეშე წაიყვანა.

მეზობლების განცხადებით, მშობლებისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო, ადგილსამყოფელის შესახებაც ფლობდნენ ინფორმაციას, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დაუმალეს.

მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა.

ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნივთმტკიცებად ნაპოვნია ორი ცხენი, რომელიც მოზარდს თან ჰყავდა.

Comments
Loading...