საგარეჯოში მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ასევე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...