საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და “ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს ასევე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...