საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დანიშნულთა ვინაობა ცნობილია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ.

დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ბრძანება 8 იანვარს გამოქვეყნდა.

დავით ზალკალიანის, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი 2014 წლის შემოდგომაზე ალასანიას გუნდთან ერთად დატოვა, ოპოზიციური პარტიის წევრი ბოლო პერიოდამდე იყო. ცოტა ხნის წინ კი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

მას 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

რაც შეეხება ზვიად გონაძეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

2012 – 2016 წწ-ში იყო სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება – 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

Leave A Reply

Your email address will not be published.