საგარეო საქმეთა მინისტრობის შესაძლო კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილია?

არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად სალომე ზურაბიშვილი განიხილება.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში იმყოფება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და “საქართველოს გზის” ყოფილი ლიდერი უცხოეთიდან საქართველოსკენ 23 დეკემბერს გამოემგზავრა.

კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად განიხილება, მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.