საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

„იტალიის ქალაქ რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებუყლ განცხადებაში.

დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა.

Comments
Loading...