საგურამოში ილია ჭავჭავაძის 178 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

ხვალ, 8 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილეს დაესწრება.

13:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება ლიტერატურული პრემიის „საგურამო” დაჯილდოების ცერემონია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში.

ასევე გაიცემა სპეციალური პრიზი, ილია ჭავჭავაძის მედალი – „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

იუბილეს ფარგლებში გაიმართება კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ რესტავრირებული გურამიშვილების საგვარეულო მარნის საზეიმო გახსნის ცერემონია და ილია ჭავჭავაძის ძეგლისა და ობელისკის ყვავილებით შემკობა.

ლიტერატურულ პრემიას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და იგი ტრადიციულად ყოველი წლის 8 ნოემბერს ტარდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.