”საია”-ს ხელმძღვანელი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფეისბუკზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ანა ნაცვლიშვილი წერს ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები მასზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ:

”ჰაჰა! როგორც იქნა! – ხმები მომივიდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჩემზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ მორალი: SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!

როგორც იქნა გავხდი თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი

მაინცდამაინც ნუ გაირჯებით, ჩემო კარგებო, მე დაგიზოგავთ დროსაც და რესურსსაც – გეტყვით, რომ ვარ მართლაც ცუდი და მუდმივად მოუცლელი შვილი, დედა და მეუღლე, ასევე მეგობარი, მეგობრებიც კი მხოლოდ ტელევიზორში მხედავენ, დიქტატორი ხელმძღვანელი და უბრალოდ ბოროტი სული ამას განსაკუთრებით დაგიდასტურებთ ჩვენი პიარ-მენეჯერი, რომელთანაც – ვადასტურებ – ყველა ინტერვიუს წინ და შემდეგ მაქვს ცხარე კამათი და ზოგჯერ – ჩხუბიც კი თქვენ ნუ იწვალებთ, მე შეგახვედრებთ ამ ადამიანებს, მათზე კარგად ვერავინ მოგიყვებათ ჩემს “სიცუდეებსა” და “შავბნელ მხარეებზე”…

პ.ს. იმისთვის, რომ გამაჩუმოთ, მეკამათეთ არგუმენტებით, დაუპირისპირდით პრობლემის სათავეს, და არა იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებს ხედავს და გაკრიტიკებთ. კომპრომატების ძებნა ძალიან გაცვეთილი და თანაც ზარმაცების მეთოდია; ცოტა მეტის ამბიცია არ გაქვთ?!

არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნება და თვისებები, რომ ის ვინმემ იკვლიოს. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ თქვენი დრო და ენერგია; ეს უფრო საინტერესო იქნება, მოგანიჭებთ კმაყოფილების განცდას და თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ, თუ თავს დაანებებთ “ბნელ ოთახში კატის ძებნას” და რამე რეალურ საქმეს გაუკეთებთ ამ ქვეყანას.”- წერს ანა ნაცვლიშვილი ფეისბუკზე.

http://www.newposts.ge

Comments
Loading...