საიდან გაჩნდა ჭიქების მირტყმის ტრადიცია?!

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს სუფრასთან  ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნების ტრადიცია, რომლის წარმოშობის ამბავი საკმაოდ საინტერესოა.

საქმე ის გახლავთ, რომ შუა საუკუნეებში დიდი იყო რისკი იმისა, რომ სასმელით სავსე ჭიქაში ვიღაც შხამს ჩაყრიდა, ამიტომ ადამიანები სასმელით პირამდე სავსე ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდნენ, რათა სასმელი ერთი სასმისიდან მეორეში გადაღვრილიყო და ორი ჭიქის შიგთავსი სითხე ერთმანეთს შერეოდა. ეს იყო გარანტია იმისა, რომ ნადიმზე მყოფი სტუმრებიდან თანამეინახის მოწამვლას არავინ მოინდომებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავადაც მოწამლულიყო.

ჭიქის მიჭახუნებაზე უარის თქმა საშინელ შეურაცხყოფად და დაუფარავ მტრობად მიიჩნეოდა. იმ პერიოდში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო თანამესუფრისთვის ჭიქების გაცვლა შეეთავაზებინა. უარი ამ შემთხვევაშიც შეურაცხყოფად მიიღებოდა და უამრავ კითხვას აჩენდა.
რა თქმა უნდა, შუასაუკუნეებისგან განსხვავებით, დღეს თანამესუფრისგან მოწამვლის ალბათობა ძალიან მცირეა და ადამიანების უმეტესობამ ზემოხსენებულის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ჭიქების მიჭახუნების ტრადიცია დღემდე შემორჩა და ეს ჟესტი ერთგვარი კეთილგანწყობის გამოხატვაა კონკრეტული თანამესუფრის მიმართ.

წყარო

Comments
Loading...