საიდუმლო შეხვედრა ზვიად კვაჭანტირაძესთან-კონსულტაციებს იუსტიციის მინისტრიც ესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ოთახში უკვე 2 საათია დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრას თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წევრები ესწრებიან.

რამდენიმე წუთის წინ შეხვედრა ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა დატოვა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსუტლაციები იუსტიციის მინისტრთან მიმდინარეობს, თუმცა არ დააკონკრეტა რა თემაზე. მისი თქმით კონსულტაციები არ ეხება საარჩევნო სიებს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე არ სურს გაამჟღავნოს სასაუბრო თემები.

Leave A Reply

Your email address will not be published.