საიმიჯო ვიდეორგოლი საქართველოზე 3 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია (ვიდეო)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლმა, Winter In Georgia რიგის, ზაგრებისა და ბაქოს საერთაშრისო ტურისტული ფილმების ფესტივალებზე გაიმარჯვა. ვიდეო, რომელიც 2015 წელს საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის გადაიღეს, ტურისტების მოზიდვას, როგორც მთლიანად საქართველოს მასშტაბით ზამთრის კურორტებზე, ასევე თბილისსა და აჭარის რეგიონში ისახავს მიზნად.

Cassy
ონლაინ მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემსპეციალურ პრეზენტაციაზე გააცნო საზოგადოებას. მან ისაუბრა იმ მარკეტინგული აქტივობებზე, რომელიც ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

„ონლაინ მარკეტინგული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს 12 ქვეყანაში. ასევე, სპეციალიზებული მარკეტინგული კამპანია გვაქვს Tripadvisor-თან ერთად 10 ქვეყანაში. სპეციალური პროექტი ხორციელდება National Geographic-თან ერთად, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად საქართველოს მიეძღვენება.  ჩვენ მიერ გადაღებული ზამთრის ვიდეორგოლის ტრანსლირება 4 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ კლიპმა უკვე მიიღო აღიარება 3 სერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე. მომავალში გადავიღებთ სხვა ვიდეორგოლებსაც და იმედი გვაქვს, ისინიც ისეთვე წარმატებული იქნება, როგორც პირველი,“ – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

winter in georgia

ვიდეოზე სარეკლამო სააგენტო Switch communications-მა იმუშავა. კომპანიის კრეატივ დირექტორის, აკა მელიქიძის თქმით, ეს კლიპი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი გადაღება დიდი პასუხისმგებლობა იყო:
კამპანიის გზავნილია, „გაათბე ზამთარი ნამდვილი სითბოთი“. აკა მელიქიძე გვიხსნის, რომ „ნამდვილ სითბოში“ ქართული სტუმართმოყვარეობა იგულისხმება, – „საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს ლამაზი და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანის გარდა, ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა ხვდებათ. სწორედ ამიტომ ბრუნდებიან ისინი ჩვენს ქვეყანაში.“-„უზარმაზარი შრომა ჩაიდო როგორც კლიპის მოფიქრების, ისე მომზადების პროცესში, – რთული იყო გადაღებები და მისი შემდგომი პროცესი,  სპეციალურად კლიპისთვის დაიწერა მუსიკაც და ა.შ. ამავდროულად, ეს შრომა სასიამოვნო იყო, რადგან ვიცოდით, ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ უბრალო ვიდეოს, არამედ რაღაც უფრო კარგს ვაკეთებდით და ეს დიდ სტიმულს გვაძლევდა. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ კარგი პროდუქტი გამოვიდა და შედეგით ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ კლიპის შექმნაში, განსაკუთრებით კი, ბექა ჯგუბურიას, კლიპის რეჟისორს.“

Winter In Georgia-ის მოპოვებული პრიზები:

  • Riga Tourfilm (ლატვია, რიგა) – მთავარი ჯილდო
  • Zagreb tourfilm Festival (ხორვატია, ზაგრები) – სპეციალური ჯილდო
  • Baku international Tourism Film Festival (აზერბაიჯანი, ბაქო) – ვერცხლის ჯილდო
Comments
Loading...