საინფორმაციო 2ეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება

ეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა.
მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. მიტროპოლიტის თქმით, სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განათლების საკითხები განიხილეს. კერძოდ, მღვდელმთავრმა საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე იმსჯელეს მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში არსებული საპატრიარქოს დაქვემდებარებულ საგანამანთლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. მეუფე ზოსიმეს თქმით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების დაფინანსების საკითხი გადაიხედება.
“გადაიხედება ეს საკითხი და თანხების გადანაწილება მოხდება. ამ საკითხის განხილვა მოხდა წმინდმა სინოდის მიერ”, – აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.
მისივე თქმით, ეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება.
ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ხარაგაულის რაიონში არსებულ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებებში არსებულ მძიმე სიტუაციის შესახებ.

Leave A Reply

Your email address will not be published.