საინფორმაციოთეა წულუკიანი – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია

“საკონსტიტუციო სასამართლოს ის კოლეგია, რომელშიც ბატონი ნიკა გვარამიას ყოფილი მოადგილე, ბატონი ზურაბ ადეიშვილის ყოველთვის ნდობით აღჭურვილი ქალბატონი მაია მონაწილეობს, ეს კოლეგია ვერამც და ვერამც ვერ იქნება “ნაციონალური მოძრაობისგან” დამოუკიდებელი, მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ. ფაქტია, რომ ყოველთვის ამ კოლეგიას ეწერება “ნაციონალური მოძრაობის” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული იურიდიული პირების, მათ შორის, “რუსთავი 2”-ის საქმეები და ისინი ყოველთვის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “ნაციონალური მოძრაობის”, მათთან დაახლოებული NGO-ების თუ იურიდიული პირების ინტერესებს იცავენ.
დიახ, ეს კოლეგია არის მიკერძოებული და ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ყოფილი თანამდებობის პირები, იქნება ეს ქალბატონი მაია თუ სხვა მოსამართლეები. თავად ბატონი პაპუაშვილის მიუკერძოებლობაც, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე კითხვის ნიშნებს, მაგრამ რაც არის, ეს არის. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის იმიჯის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენი – ყველას ვალია, რომ მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ, თუმცა ამ სასამართლოს გაჯანსაღება, იქნება ეს რეფორმირების თუ სხვა კუთხით, დასჭირდება”,
– განაცხადა წულუკიან

Leave A Reply

Your email address will not be published.