საინტერესო და უცნობი ფაქტები ბიბლიის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბიბლიის შესახებ
ბიბლიის წიგნებს წერდა 40 სხვადასხვა ავტორი, 1600 წლის განმავლობაში. შედგება ახალი და ძველი აღთქმისაგან. ახალ აღთქმაში შედის 39 წიგნი, ძველში კი – 27 .

ბიბლიაში ორი ადამიანია ნახსენები, რომლებიც არ გარდაცვლილან: ენოქი და ელია. ისინი ღმერთმა ცოცხლად აიტაცა ზეციურ სასუფეველში.

ყველაზე ძლიერ მეომრად ბიბლიაში გედეონია ნახსენები. მან 300 კაციანი არმიით 120 000 მიდიანელი დახოცა და 15 000 ტყვედ აიყვანა.

ყველაზე მაღალი ადამიანი ბიბლიაში არის გოლიათი, რომელიც დავითმა დაამარცხა. გოლიათის სიმაღლე 2 მ და 90 სმ იყო.

იესო ქრისტეს გვერდით ჯვარცმულ ავაზაკებს ერქვათ დისმასი და გესტასი.

ერთადერთი შინაური ცხოველი, რომელიც ბიბლიაში არაა ნახსენები, არის კატა.

მას შემდეგ, რაც მოსემ 10 მცნება გამოუცხადა ებრაელებს, ჩადრით დადიოდა: მისი სახე ისე ბრწყინავდა.

იესო ქრისტეს შემდეგი ეპითეტები აქვს: ემანუელი, ალფა და ომეგა, მბრწყინავი ვარსკვლავი, მწყემსი კეთილი, ეჰიე (მე ვარ), მეფეთმეფე, უფალი, ღვთის ძე, კაცის ძე.
იმ დროს როცა იესო ჯვარზე აღესრულა, წმინდანები მკვდრეთით აღსდგნენ და ქალაქში ქადაგება დაიწყეს.

ადამიანს, რომელიც იესოს ჯვრის წაღებაში დაეხმარა, სიმონი ერქვა და წარმოშობით აფრიკიდან იყო. მოციქულთა საქმეებში ის ნახსენებია როგორც “ნიგერი”. ნიგერი ლათინურად ‘შავს’ ნიშნავს.

ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღეს თითქმის იგივეა, რაც დავითის ფსალმუნებში: 70 წელი, მაქსიმუმ 80.

ბიბლიის სრულად წაკითხვას დაახლოებით 70 საათი სჭირდება.

23. ძველი აღთქმის მიხედვით, საწოლები სიგრძეში 4 მეტრი და სიგანეში 2 მეტრი იყო.

ძველ აღთქმაში, მეოთხე მეფეთა წიგნში, მეექვსე თავში აღწერილია ქალი, რომელმაც შიმშილისას საკუთარი შვილი მოხარშა და შეჭამა.

იოანე ნათლისმცემლის საზრდო მკალი (ბალახი) და ველური თაფლი იყო. ესაიას 38:8-ში ღმერთმა თითქმის ჩასული მზე უკან დააბრუნა 10 საფეხურით, ისუ ნავეს ძეს 10:13-ში კი მზეც და მთვარეც მთელი დღე ერთ ადგილას გააჩერა.

სიტყვა “სამება” არცერთხელ არაა ბიბლიაში ნახსენები. ის დაახლოებით მეოთხე საუკუნიდან გამოჩნდა.

ნოეს ოჯახმა წარღვნის დროს კიდობანში თითქმის ერთი წელი გაატარა.

სიტყვა ‘ღმერთი’ ნახსენებია 4370-ჯერ, ‘უფალი’ – 7736-ჯერ, ‘იეჰოვა’ – 6855-ჯერ. იეჰოვა ღმერთის ერთ-ერთი სახელია და გაშიფრულად ნიშნავს ‘მე ვარ, რომელიც ვარ’ (ეჰიე, აშერ ეჰიე). ქართულ ბიბლიაში იმიტომ არაა ნახსენები, რომ მთარგმნელებმა თარგმნეს “უფლად”.

ყველაზე მოკლე მუხლი ბიბლიაში არის იოანეს 11:35 – “მაშინ აცრემლდა იესო.”

ყოველ წუთს მსოფლიოს მასშტაბით 50 ბიბლია იყიდება.

Comments
Loading...