საინტერესო ფაქტები დონალდ ტრამპის ცხოვრებიდან

ცნობილი ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი, რომელიც 2,7 მლრდ. დოლარის ოდენობის ქონების მფლობელია, გრანდიოზული პროექტებითა და თამამი განცხადებებით არის ცნობილი. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს დონალდ ტრამპის ცხოვრებიდან.

სანამ ხელს ბიზნესს მოჰკიდებდა, რეჟისორობას აპირებდა, მაგრამ ბოლოს უძრავი ქონების ბიზნესში ამოყო თავი. ტრამპი მამამისის უზარმაზარი უძრავი ქონების ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა. ტრამპის ყველაზე ცნობილი ფრაზაა: “თქვენ დათხოვილი ხართ!”

დონალდ ტრამპს ვარსკვლავების შექმნის ნიჭი აქვს. მას საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი “შეგირდი” მიჰყავს, სადაც მომავალ ბიზნესმენებს თავის გამოცდილებასაც უზიარებს და რიგიანადაც აწვალებს.

დონალდ ტრამპი სატელევიზიო პრემია “ემიზე” ორჯერ წარადგინეს. ის არაერთ სატელევიზიო შოუში გამოჩენილა და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებიც აქვს შესრულებული. კერძოდ, “მარტო სახლში 2”, “ძიძა”, “უფლისწული ბევერლი-ჰილზიდან” და “ჩვენი ცხოვრების დღეები”.

დონალდ ტრამპს თურმე ხელის ჩამორთმევა ფობიის გამო არ ჰყვარებია, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს.

ტრამპი ყველა ამერიკელი მილიარდერის მსგავსად, გოლფზე გიჟდება და ძალიან კარგი მოთამაშეც ყოფილა.

1991 წელს დონალდ ტრამპი “ნიუ იორკ პოსტის” გმირად იქცა – მისმა ყოფილმა ცოლმა მარლა კლენმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუკეთესო

სექსი ჰქონდა. გაზეთის რედაქტორებმა ეს განცხადება გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი გაამხილეს, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, ტრამპი კმაყოფილი დარჩებოდა და ამისთვის სასამართლოში არ უჩივლებდა.

 

 

 

ტრამპს ყოველთვის ხმაურიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. სულ 3-ჯერ იყო დაქორწინებული და სხვადასხვა ქორწინებებიდან 5 შვილი ჰყავს.

ბოლო დროს მის ვარცხნილობას ხშირად დასცინიან, მაგრამ მას არ სწყინს – პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ურჩია, მისი მსგავსი ვარცხნილობა თუ სურთ, შამპუნი “ჰედ ენდ შოლდერსი” და სავარცხელი გამოიყენონ.

მომზადებულია www.thirdage.com-ის მიხედვით.

წყარო: ambebi.ge

Comments
Loading...