საჯარო სამსახურში სახელფასო დანამატის სახით გაცემის სახსრების მოცულობა გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელფასო დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა. პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის დინამიკაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, დევი ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა.

Comments
Loading...