საკანონმდებლო ორგანო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.

საკანონმდებლო ორგანო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. საკანონმდებლო ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. კანონპროექტის მიხედვით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 1-ელი მარტიდან შეიზღუდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შედის. ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ აკრძალვა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე არ გავრცელდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საზგაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.

Comments
Loading...