სახალხო დამცველი: ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია

სახალხო დამცველის  უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, შემაშფოთებელია. აღნიშნული თემის შესახებ უჩა ნანუაშვილმა საჯარო დებატებზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, დებატებზე ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა, პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.

„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ სამუშაო ადგილზე დაშავებული, გარდაცვლილი, უფლებადარღვეული ადამიანების შესახებ.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავ არ მოქმედებს შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, არსებული პროგრამა კი – ვერ ქმნის პრევენციისა და შემთხვევებზე რეაგირების მყარ გარანტს.

საქართველო ერთადერთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, სადაც შრომის ინსპექცია არ ფუნქციონირებს“,  –  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Comments
Loading...