სახალხო დამცველის განცხადებით მღვდელი გიგნაძისათვის ლექციის ჩატარების აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება იყო

სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, დეკანოზ თეოდორე გიგნაძისთვის საჯარო ლექციების ჩატარებაზე უარის თქმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან არ იყო დისკრიმინაციული. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ფაქტობრივი მოკვლევისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. გადაწყვტილებას ილიაუნი ავრცელებს.

2014 წლის 24 დეკემბერს სტუდენტთა ჯგუფმა ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, რომ მიეცათ მათთვის უფლება, თვეში ერთხელ დეკანოზის ლექციები მოესმინათ. სტუდენტების ინფორმაციით, 2000-ზე მეტმა სტუდენტმა მოთხოვნა ხელმოწერით დაადასტურა. თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სასულიერო პირის მიერ შეხვედრის ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში შეუსაბამოა ილიაუნის პირობებთან.

როგორც ილიაუნიში განმარტავდნენ, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა ემსახურებოდეს სასწავლო და კვლევით მიზნებს, ასევე უნივერსიტეტისა და, ზოგადად, მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში; დაუშვებელია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ეწინააღმდეგება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლების პრინციპებს; უნივერსიტეტში დაუშვებელია აკადემიური პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პოლიტიკური აგიტაცია; უნივერსიტეტში დაუშვებელია რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი; განაგრძეთ კითხვა

Comments
Loading...