სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოება“ სტანდარტი – რას ისწავლიან მე-3 და მე-4 კლასებში?

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე ახალი სახელმძღვანელოს “მე და საზოგადობა” სტანდარტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. ფოტოებზე ასახულია რას ისწავლიან მოსწავლეები მესამე და მეოთხე კლასში.
როგორც ოთარ აბესაძე “პოლიტკომერსანტთან” საუბარში აცხადებს, აღნიშნული საგნები აქამდე სხვადასხვა სასწავლო მასალებში იყო გაბნეული, ახლა კი უბრალოდ მათი კონსოლიდაცია ხდება. “აღნიშნული უნარ-ჩვევები გაბნეული იყო სხვადასხვა საგნებში და ხდება მათი კონსოლიდაცია ერთ სახელმძღვანელოში და აბოსლუტურად ყველა ფსიქოლოგები მასწავლებლები, მშობლები, საპატრიარქო არის ჩართული ამ პროცესში. ეს არის საზოგადოებრივი მეცნიერებების სახელმძღვანელო. ერთი ჩვეულებრივი ამბავი გადააქციეს ძალიან დიდ ამბად”,-აცხადებს ოთარ აბესაძე. შეგახსენებთ,აღნიშნულმა სახელმძღვანელომ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს წიგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტის შექმნაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სასწავლო წლიდან შევა სკოლებში ახალი სახელმძღვანელო.

წყარო: პოლიტომერსანტი

Comments
Loading...