სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს


შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტი. მასში საუბარია საზოგადოებისა და კულტურის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. განცხადებაში რუსეთის ქმედებებზეც არის კიდევ ერთხელ გამახვილებული ყურადღება და წერია, რომ ეს არის პროვოკაციული და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

სამუშაო ჯგუფმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებაზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.