სახელმწიფო მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე, ნატო – საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას.
ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძე ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა 2016 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებს შეაჯამებს.

Comments
Loading...