სახელმწიფოს პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება – კობახიძე

სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება ნებისმიერი ტიპის ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სჯობს თუ არა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არასწორად დასმული კითხვაა.

„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტი, თუნდაც მას ჰქონდეს სუფთა ცერემონიული, სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული. არა მარტო სიმბოლური, არამედ ძალიან დიდი, პრაქტიკული კომპეტენციები აქვს პრეზიდენტს განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...