„სახის დასერვითა და მოკვლით  მემუქრება“ – ხატია წერეთელის წინააღმდეგ „ნიუ  შარმის“  კოსმეტოლოგმა  საპასუხო საჩივარი შეიტანა

მომღერალ ხატია წერეთელსა და კოსმეტელოგ მანანა გაბრელაშვილს შორის დაპირისპირდება გრძელდება.  ამჯერად, გაბრელაშვილმა პოლიციაში საჩივარი  თავად შეიტანა. მან ზემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილება  რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც გაბრელაშვილი  mpress.ge -სთან განმარტავს, მომღერალმა 23 ნოემბერს კანის გამაჯანსაღებელი პროცედურა ჩაიტარა და თანხა ნაწილობრივ დაფარა. გაბრელაშვილი თანხის დარჩენილ ნაწილის, 250 ლარის  გადახდას ითხოვს. ამასთან, მანანა  გაბრელაშვილი  ხატია წერეთელს მოუწოდებს, შეწყვიტოს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები და ასევე, სოციალურ ქსელში, მუქარის შემცველი საუბრები.

”ხატია წერეთელმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე  განათავსა ვიდეო, სადაც ის  სახის  დასერვითა და  მოკვლით მემუქრება. მას მართლა არ აქვს ისეთი ვითარება, რომ მსგავს მდგომარეობაში ჩამაყენოს.  მოვითხოვ, წერეთელმა შეწყვიტოს მუქარის შემცელი მიმართვები. ასევე, მოვითხოვ, თანხის სრულად დაფარვას. არაა გამორიცხული, რომ ის უარყოფითი რეაქცია, რასაც თავად წერეთელი ამბობს, შესაძლოა, თვითნებურად ჩარეულმა სხვადასხვა  მეთოდით მკურნალობამ  გამოიწვია”, – განაცხადა გაბრელაშვილმა.

„რა თანხის გადახდა! გაბრელაშვილს თანხის გადახდა აქეთ მოუწევს“, – ასე პასუხობს ხატია წერეთელი მანანა გაბრელაშვილს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა, ხატია წერეთელმა გუშინ პოლიციაში მანანა გაბრელაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, სადაც ის მოითხოვს, მანანა გაბრელაშვილს კოსმეტოლოგის ლიცენზია შეუჩერდეს.

ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე

Comments
Loading...