საკონსტიტუციო სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე იმსჯელებს…

დღეს ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა საქართველოში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ქორწინების დასაშვებად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გიორგი ტატიშვილი საზოგადოების ცნობილი გახდა, როგორც ტრანსგენდერი „მააცო“. მისი განცხადებით, ის ლგბტ პირთა უფლებადამცველია. როგორც ტატიშვილმა AMBEBI.GE-ს განუმარტა, მისი სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”( შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის და ერთი და იმავე ადამიანთა სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმით იკრძალება. )

“სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით.

მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია “სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი”, თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი.

“მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი, რადგან აქ მოყვანილია როგორც გერმანიის კონსტიტუცია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, უდიდესი მოლოდინია, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის შედეგად, შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა”- განაცხად ა გიორგი ტატიშვილლმა AMBEBI.GE-ს ჟურნალისტ ხათუნა გაგნიძესთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.