საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის ახალი სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვას იმ ნორმის შეჩერებას მოითხოვნით, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის და სხვა პირთა თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა, ხვალიდან დაიწყებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად სასამართლო განიხილავს, რამდენად ექვემდებარება ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს.
“ჯერ განვიხილავთ თუ რამდენად ექვემდებარება ჩვენს იურისდიქციას ეს საკითხი. შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მის დროებით შეჩერების შესახებ ხვალ დაიწყებს სასამართლო ამის განხილვას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.