საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა 2 მოსამართლის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კოლეგიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებდნენ თუ არა პარლამენტის შუამდგომლობას 4 მოსამართლიდან 2-ის აცილების შესახებ.