საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2-ში” დროებითი მმართველების დანიშვნა შეაჩერა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2″-ში დროებითი მმართველები დანიშნა შეჩერებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2″ ავრცელებს.

გადაწყვეტილება სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სარჩელის წარმოებაში მიღებამდე საკონსტიტიციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაზე მოუსმინეს ექსპერტ გია ლილუაშვილს.

Leave A Reply

Your email address will not be published.