საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს სარჩელის განხილვა დაასრულა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდა, თუმცა როდის გახდება ის საჯარო, უცნობია.

სასამართლომ დღეს ე.წ. ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით მხარეთა დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ორივე მხარე აცხადებს, რომ მათ საკმარისი არგუმენტაცია წარუდგინოს სასამართლოს.

Comments
Loading...