საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

პროექტი გადასამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. მას 108 დეპუტატი აწერს ხელს.

არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად,დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს. ქვეყნის მთავარი კანონის შემუშავებაში მოსახლეობა მიიღებს მონაწილებას.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მან მედიის წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს  მხარი 22 აპრილს დაუჭირა.

Comments
Loading...