საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს დავით ნარმანიამ გააცნო.

მერის განცხადებით, მასში  საკრებულოს რეკომენდაციები მაქსიმალურად არის ასახული. დავით ნარმანია ირწმუნება, რომ თბილისის 2017 ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს და მომავალ წელსაც, 2014-16 წლების მსგავსად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება გაგრძელდება.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 მილიონ  302 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით  1 031,5 ათასი ლარითაა გაზრდილი.

 

 

წყარო :  epn.ge

Comments
Loading...