საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – „ლინჩის წესით გაგასამართლებდნენ…“

ხმაურია საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს დეპუტატები 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის შესახებ მსჯელობენ. სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის დეპუტატ ია მაკასარაშვილის თქმით, ნაციონალურიო მოძროაბის წევრებს არ აქვთ უფლება შენიშვნა მისცენ ვინმეს და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიონ ბიძინა ივანიშვილი, რადგან ისინი ივანიშვილს სიცოცხლეს უნდა უმადლოდნენ. მაკასარაშვილის თქმით, ლინჩის წესით გასამართლებას ნაციონალური მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, რადგან ხალხი მათ ამ განაჩენს გამოუტანდა.

შელაპარაკება მხოდა სხდომაზე ასევე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირაკლი აბესაძესა და ქართული ოცნების წარმომადგენელ ნუგზარ მალაღურიძეს შორის. მალაღურიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურები დავით ნარმანიას წინააღმდეგ არ იგეგმება.

„კიტრივით რომ მოგაქვს თავი და თავი იურისტი რომ გგონია, კანონი წაიკითხე“, – ასე მიმართა მალაღუყრიძემ ირაკლი აბესაძეს, რომელმაც სხდომაზე მმართველ გუნდს მერის გადაყენებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დავით ნარმანია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ რიმა ბერიძემ, რომელმაც მმართველი გუნდის სახელით თქვა, რომ ნარმანიას გადაყენების პროცედურის დაყენება არ იგეგმება და საკრებულო დარწმუნებულია, რომ 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ნარმანია დეპუტატების შენიშვნებს გაითვალისწინებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილი ბიუჯეტი დავით ნარმანიას უწყებას უკან შენიშვნებით დაუბრუნდება და ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

Comments
Loading...