საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მერის შესაძლო იმპიჩმენტს არ ადასტურებს

დღეს თბილისის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ეს სწორედ ის საკითხია, რომელზე კამათის შემდეგაც პირველად დაიწყო საუბარი მერის შესაძლო იმპიჩმენტზე. თუ საკრებულო არ მიიღებს ბიუჯეტს გადადგომის საკითხი ავტომატურად დადგება დღის წესრიგში, მაგრამ ამ თემაზე განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი აკეთებს.

უმრავლესობის სხვა დეპუტატების პროექტთან დაკავშირებით მათ აქვთ ბევრი შენიშვნა და იმედს გამოთქვამენ, რომ დედაქალაქის მერია უკვე შესწორებულ ვარიანტში მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის მერის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობისთვის დანარჩენი წევრები გამოეხმაურნენ. მათთვის გაუგებარია ამ განცხადების საფუძველი და აცხადებენ, რომ იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება.

დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს უმრავლესობა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის პროექტის კრიტიკა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად გამოიგონა, რაც მათი აზრით, შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან.

Comments
Loading...