საკუთარ დისშვილთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული საკუთარ დისშვილთან, ათი წლის ბიჭთან სექსუალური კავშირის დამყარებაშია ბრალდებული.

ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...