სალომე ზურაბიშვილი: 8 არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსთავი 2”-ს ტყუილში სდებს ბრალს

8 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ს ნაზღაიძის ქრთამთან დაკავშირებით ტყუილში სდებს ბრალს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამოდის რომ „რუსთავი 2“-თვის უდანაშაულოების პრეზუმფცია არ არსებობს.

„8 არასამთავრობო ორგანიზაცია ბრალს დებს რუსთავი 2-ს ტყუილში (ნაზღაიძის ქრთამთან დაკავშირებით) “თუ ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები გააჩნიათო … ბოდიშს მოვიხდიო” თქვა გვარამიამ !!!

ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს რუსთავი 2-სთვის … მე კი მეგონა რომ “ჭეშმარიტების ხმა” იყო ეს ჩვენი მსხვერპლად ქცეული რუსთავი 2… თურმე ჩვეულებრივი ცოდვილი და არა ერთ მოდელირებულ ინფორმაციის გამავრცელებელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე ნაზღაიძის შესაძლო კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, არ არის მყარი მტკიცებულებები, სადაც მოსამართლის კორუფციული გარიგების შესახებ ცნობები დადასტურდება.

ipress.ge

Comments
Loading...