სალომე ზურაბიშვილი: დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრაზე

 

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის განხილვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას უნდა ემსახურებოდეს.
„კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას და ტერიტორიული მოწყობის საბოლოო განსაზღვრას.

ტერიტორიული მოწყობის თემას უკავშირდება მე-4 მუხლით განსაზღვრული პარლამენტის შემადგენლობაში ორი პალატის შექმნა. ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე – ეკონომიურ თუ პოლიტიკური კუთხით – ორპალატიანი სისტემა მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ასევე პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი მარტივად გადაწყდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა.

Comments
Loading...