სალოცავად მისული მოქალაქეები რუსმა ჯარისკაცებმა აძვის ეკელსიაში დააკავეს

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან სამი ადამიანი გაიტაცეს. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს და გამოუშვეს ბავშვები და ქალები. უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან.

Comments
Loading...