სამადაშვილი “ოცნებას”: ერთადერთი რაც გააკეთეთ, 600 მილიონი ამოიღეთ ხალხის ჯიბეებიდან

“იმ ცვლილებებს, რომელსაც დღეს გვთავაზობთ, არის კანონდარღვევით გაფორმება იმ ხარჯების, რომელიც გაწიეთ და ახლა გვთხოვთ რომ გავაფორმოთ,“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი მხარს არ უჭერს ჯანდაცვისთვის დამატებით 40 მილიონი ლარის ჩარიცხავს და განმარტავს, რომ ეს კანონდარღვევა და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებაა.

“დღეს ამ ქვეყანაში მთვარი პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლოებას, ლარის კურსის საკითხია. ლარის კურსის გამყარება ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გარდა იმისა, რომ არაფერი გაგიკეთებიათ, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, რომელიც ერთადერთი გზაა ვალუტის კურსის დასტაბლურების, თქვენი უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, ჩვენ დავკარგეთ უცხოური კრედიტები და უცხოური გრანტები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ლარის კურსის სიჯანსაღის შესანარჩუნელბად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, სანამ თქვენ ასეთ პოლიტიკას გააგრძლებთ, რაც არ უნდა პათოსით საუბრობდეთ სოციალურ დახმარებაზე, ვერასდროს, ვერავის, ვერაფერს გაუნაწილებთ რაც არ გაქვთ. ეკონომიკური დოვლათი ამ ქვეყანაში მსგავსი საფინასო პოლიტიკით ვერასდროს შეიქმნება, თქვენი ხელისუფლების პირობებში. პირველი, რაც თქვენ გააკეთეთ არჩევნების შემდეგ, ეს არის რომ ხალხის ჯიბიდან 600 მილიონი ლარი ამოიღეთ იმისთვის, რომ დააფინანსოთ საკუთარი გაუმართლებელი ბიუროკრატიული ხარჯები,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Comments
Loading...