სამართალდამცავებმა პრეზიდენტის შვილის კიდევ ერთი მეგობარი დააკავეს

საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ, რუსთავი 2-ს პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა განუცხადა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით თორნიკე კაჭარავა პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი. იმის შესახებ, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21  მარტს  გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა. 

წყარო: რუსთავი 2

Comments
Loading...