„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ოფისიდან სამართალდამცველებმა 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა მოუხდათ.
პოლიტიკური ცენტრის წევრებმა სამართალდამცველებს წითელი ხალიჩებიც დაუგეს.
სამართალდამცველები „გირჩის“ ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
“გირჩის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალგაზრდებთან ერთად, 31 დეკემბრის ღამეს, პირდაპირ ეთერში კანაფის თესლი დარგო.
აღნიშნული ქმედებით ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
info9.ge