სამართალდამცველებმა ოზურგეთში გაუჩინარებული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს

ოზურგეთელი, 15 წლის თ.ქ-ძე, რომელსაც სამართალდამცველები უკვე რამდენიმე დღეა ეძებდნენ, თბილისში იპოვეს.

პორტალი “კვირა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ 15 წლის გოგონას თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კოპრუსთან მიაგნო და ამ წუთებში არასწრულწლოვანი ოზურგეთში, საკუთარ ოჯახში მიჰყავთ. თ.ქ. თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთელი გოგონა სახლიდან 4 სექტემბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, არასწრულწლოვანი ბათუმში, მამასთან ხშირად მიდიოდა, თუმცა უკან ბრუნდებოდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 15 წლის ბავშვს მობილური ტელეფონი არ აქვს, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა ოჯახის წევრებთან მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით დაკავშირებას. თუმცა, 4 სექტემბრის შემდეგ ოჯახს არ შეხმიანებია.

Comments
Loading...