სამართალდამცველებმა ოზურგეთში სამი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობისა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთში ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავა, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან ერთად ფულის აღებას აპირებდა.