სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას, თავად ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ უწმინდესი შეუძლოდ გახდა.
საზეიმო ლიტურგია მეუფე დანიელმა აღავლინა.
წირვას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, ასევე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება უკრაინის დელეგაცია, ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით.